მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე: თუ გვინდა ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია ადეკვატური ანაზღაურება

5f8455fc2dc3e
ინგა მურუსიძე
12.10.20 21:00
1374
თუ ჩვენ გვინდა გვყავდეს ნორმალური საჯარო სექტორი, აუცილებელია გვქონდეს მისი შრომის ადეკვატური ანაზღაურება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო სექტორში ადამიანთა შემცირების მოთხოვნის პარალელურად, უნდა დაისვას კითხვა არის თუ არა იმის რესურსი, რომ საჯარო სექტორში ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები შემცირდეს.

„საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების შემცირების რესურსი არ არის, ვინაიდან შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი გაუშვა სამსახურიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ფული დაიზოგება. ეს რესურსი უნდა მიიმართოს იმ ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე, ვინც მუშაობს საჯარო სექტორში და პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა რამდენიმე დღის წინ, გადაცემა FORBES კვირისთვის მიცემულ ინტერვიუში საჯარო სამსახურის რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი დაბალი შრომითი ანაზღაურება გვაქვს, დაბალი გვაქვს თანხაში, ვერ ვიტყვით რომ ცოტა ადამიანი მუშაობს, საკმაოდ ბევრი მუშაობს საჯარო სექტორში, თუმცა დაბალი ხელფასებია", – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რეფორმა ხარჯების შემცირება კი არ უნდა იყოს, რეფორმა უნდა იყოს უფრო მაღალი ხელფასები, მაგრამ ამავდროულად ცვლილება უნდა მოხდეს რაოდენობრივი კუთხითაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები