მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მითხარით ევროპული ქვეყანა, სადაც პრემიერები ბიზნესს ხვდებიან... ეს საბჭოური გადმონაშთია“

602fc53005995
ვიქტორია მღებრიშვილი
21.02.21 20:40
4708
საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი სანდრო ჭუმბურიძე პრემიერ-მინისტრისა და კერძო სექტორის შეხვედრებს საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს და ამბობს, რომ ეს პრაქტიკა არ უნდა გაგრძელდეს. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, მთავრობასთან ბიზნესის კომუნიკაცია გარკვეულ რისკებს აჩენს და კომუნიკაცია ბიზნესსაბჭოების დონეზე უნდა ხდებოდეს.

„ყოფილ და წინა პრემიერებს ვთავაზობდით პირდაპირ კონტაქტს რამდენიმე ბიზნეს საბჭოსთან, რომელიც ინვესტორთა საბჭოს წევრები ვართ. კომუნისტურ, ძველ საბჭოთა გადმონაშთად მიმაჩნია, როდესაც პრემიერები ხვდებიან ბიზნესს და განსაკუთრებით დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს. პირდაპირ გეუბნებით, რომ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს აბსოლუტურად არ უხარიათ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრა იმიტომ, რომ ეს მათთვის ზედმეტი ვალდებულებაა და კაცმა არ იცის, კიდევ რა ვალდებულებას აკისრებს ამ დროს მათ ხელისუფლება. დავანებოთ თავი დიდ ბიზნესებთან, სხვადასხვა დაჯგუფებებთან შეხვედრას. რომელიმე ევროპული ქვეყანა მითხარით, სადაც პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები ხვდებიან ბიზნესმენებს, წარმოუდგენელია. თუ ხმა არის ბიზნესამდე მისატანი საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო 100 კომპანიას აერთიანებს, სხვა საბჭოები 500 – 600-მდე საშუალო, მცირე და დიდი ზომის კომპანიებს. კარგი იქნება ხმა 4-მა – 5-მა გაერთიანებამ მიიტანოს და კარგი იქნება თუ ამ ასოციაციებში არ იქნებიან ბიზნესმენები წარმოდგენილები. ერთგვარად კარის ბიზნესმენების ფორმას ვხედავ, ვიღაცა მიდის, კონტაქტი აქვს და საბოლოო ჯამში ეს დამაზიანებელია“, - ამბობს საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები