საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი განიხილება.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არ აპირებს არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში და სამომავლოდ, არც უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას", - აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გია შარვაშიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ რექტორის თანამდებობიდან გადადგება. როგორც ის აცხადებს, აკადემიურ საბჭოს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა.