მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ ხიდურელი - „გადაიღე საქართველოს“ ფარგლებში კინოკომპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე რეკლამირებაში დავეხმარებით

643551e2d41df
BM.GE
11.04.23 16:24
610
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უკვე წლებია, აქტიურად უჭერს მხარს კინოწარმოებას და დღეს კიდევ ერთი, სრულიად ახალი პროგრამა ავამოქმედეთ, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჩვენებასა და მათ კომერციალიზაციას, - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან ახალი პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ადგილობრივ კინოწარმოებას.

„ჩვენ მუდამ ვფიქრობთ ახალი პროდუქტებისა და ახალი ინიციატივების დანერგვას და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი პროგრამა გავაცანით კინომწარმოებლებს. პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ ქართულ სრულმეტრაჟიან ფილმებს, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი წვდომა და რეკლამირება საერთაშორისო ბაზრებზე. კერძოდ, პროგრამა გულისხმობს მაღალი დონის საერთაშორისო კინოფესტივალებზე სააგენტოს მხრიდან ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას. ამასთან ერთად უმნიშვნელოვანესია, რომ პროგრამის მონაწილე ქართულ კინოკომპანიებს მარკეტინგული კუთხითაც დავეხმარებით“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, სააგენტო ასევე მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო მაღალი რანგის კინოექსპერტების ჩამოყვანას საქართველოში, რომლებიც ქართულ კომპანიებს თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში ეხმარებიან.

„ასევე ვაგრძელებთ აქტიურ მოლაპარაკებებს მსხვილ კინოსტუდიოებთან ჰოლივუდურ ფილმებზე. საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქართული კინოწარმოება იმაზე გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და მოხარული ვარ, რომ ამაში ჩვენი სააგენტოს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ დიდი წვლილიცაა“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები