მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მორიგი ექვსი სოფელი, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ

5e58ed791fbfa
ვიქტორია მღებრიშვილი
29.02.20 00:00
1917
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კიდევ 4 მუნიციპალიტეტის 6 სოფელს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეიდან მაღალმთიან დასახლების სტატუსით და მასთან დაკავშირებული შეღავათებით სარგებლობის საშუალება შემდეგ სოფლებს მიეცემა: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალციხის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი მელაანის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების - დვანისა და კნოლევის, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების - სპეთისა და ჭალოვანის მოსახლოებას.

„კანონით დადგენილი შეღავათებით სარგებლობა გააუმჯობესებს კიდევ 6 სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობას და სოციალურ ფონს, ხელს შეუწყობს ამ დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას“, - აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული ქვეყნის 1,731 დასახლებას ჰქონდა და მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 246,012 მოქალაქე სარგებლობდა.

ხუთი წელია, რაც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით, დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები. ამასთან ბოლო წლებში, მთის ფონდიდან 86 მლნ ლარი გამოიყო, რომლის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა. ესაა - საგზაო, წყალმომარაგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები, კულტურისა და სპორტის ობიექტების, სკოლა-პანსიონების რეაბილიტაცია, მზის პანელების დამონტაჟება, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია და სხვა მიმართულებები.

გასულ წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ შემუშავებული „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია“. სტრატეგიის მიზანია მაღალმთიანი დასახლებების მდგრადი განვითარება, იქ მცხოვრებთა სოციალური მხარდაჭერა და სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები