მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსახლეობის მიერ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა იზრდება, ბიზნესის მიერ კი მცირდება

5ecd1ec38b238
დავით ჯალაღონია
26.05.20 23:30
997
ბუნებრივი გაზის განახლებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2020 წელს მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარება გაიზრდება, კომერციული სექტორისა და თბოსადგურების მიერ კი შემცირდება.

კერძოდ, როგორც ეკონომიკის სამინისტროს საპროგნოზო დოკუმენტში ვკითხულობთ, მიმდინარე წელს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის 1 მლრდ 080.205 მლნ მ3 ბუნებრივი გაზია საჭირო, რაც გასული წლის ფაქტიურ მაჩვენებელზე (983 მ3) 9.9%-ით მეტია.

კომერციულ სექტორს წელს 869.4 მლნ მ3 ბუნებრივ გაზზე აქვს მოთხოვნა, რაც 2019 წლის მოხმარებას 42.3%-ით ჩამორჩება, თბოსადგურებს კი გასულ წელთან შედარებით 13.2%-ით ნაკლები გაზი დასჭირდება, რადგან ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ გაზის ბალანსის პროგნოზი 21 მაისს განაახლა, რომელიც თავდაპირველ საპროგნოზო მაჩვენებლებთან შედარებით, პოსტპანდემიური ფონის გათვალისწინებით, შეცვლილია.

როგორც სამინისტროს დოკუმენტში ვკითხულობთ, მოსახლეობისთვის საჭირო გაზის მოცულობებზე მოთხოვნის პროგნოზი, პირველად მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია, კომერციული სექტორისა და თბოსადგურებისთვის კი - შემცირებული, შესაბამისად, 1.9 და 4.6 პროცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები