მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არც 10 მარტს განახლდება

6229918447893
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 10:45
721
რუსეთის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის ბირჟაზე 10 მარტს ვაჭრობა კვლავ არ განახლდება. ამის შესახებ მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, რომ მოსკოვის ბირჟაზე ვაჭრობა არ განახლდება, კერძოდ არ მოხდება:

- საფონდო ბაზრის სექციაში (რუბლის ანგარიშების გამოსყიდვა "მისამართის შეკვეთების“ სექციის რეჟიმის გარდა);
- ვადიანი ბაზრის სექციაში (გარდა ფულის განყოფილების წარმოებული საბაზრო ინსტრუმენტებისა, საქონლის სექციასა და ფიუჩერსების სარკისებრი ხელშეკრულებების ორიგინალურ პლატფორმებზე)
- ასევე ვაჭრობა არ განახლდება სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარზე.

რაც შეეხება მოსკოვის ბირჟის რეპოს სავალუტო და ფულად ბაზარზე ვაჭრობას, ის მოსკოვის დროით 10 საათზე განახლდება.

2022 წლის 11 მარტის მოსკოვის ბირჟის სამუშაო რეჟიმი რუსეთის ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე 10 მარტს 9 საათამდე გამოქვეყნდება", - ნათქვამია ცენტრბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებით, მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა 1-ელი მარტის შემდეგ არ განახლებულა. ეს ის დროა, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები აამოქმედა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები