მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოუთმენლად ველით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას - ღარიბაშვილი EU-ს კითხვარზე

627aa3333a671
BM.GE
10.05.22 21:57
568
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა განსაზღვრულ ვადაზე ადრე დაასრულა და მოუთმენლად ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას.

„საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“,- წერს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის მეორე ნაწილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს დღეს გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები