საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.
„მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, - აღნიშნავს პრემიერი.