მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორვატიაში საქართველოს დიპლომატიური მისია იხსნება

64be50d464bfe
BM.GE
24.07.23 14:22
571
ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წელს ხორვატია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ, რაც ამ ვიზიტს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ხორვატიასთან ურთიერთობას. ეს არის სამაგალითო სახელმწიფო საქართველოსთვის, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. 30 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ხორვატიამ საგარეო პოლიტიკის მთავარი ორიენტირები სისრულეში მოიყვანა, როდესაც ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ევროკავშირში გაწევრიანების პერიოდში მან ქმედითად დაასრულა ევროკავშირში ინტეგრატიის პროცესი, როდესაც ევროზონასა და შენგენის სივრცეს მიუერთდა.

დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ზაგრებში ოფიციალურად იხსნება საქართველოს საელჩო. ხორვატიაში დიპლომატიური მისიის გახსნა მეტყველებს არა მხოლოდ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე, არამედ საქართველოს გაზრდილ ჩართულობასა და აქტიურობაზეც მიუთითებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გაძლიერდება და კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის.

ასევე მინდა ვახსენო, რამდენად ვაფასებთ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი. ამ გზაზე თქვენი შემდგომი აქტიური მხარდაჭერისა და ძლიერი ადვოკატირების იმედი გვაქვს.

განსაკუთრებით მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ პლენკოვიჩის ამ მტკიცე მხარდაჭერისთვის ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, კულტურული და ტერიტორიული მსგავსება მრავალი მიმართულებით შეიტანს დადებით წვლილს ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირების გაძლიერებაში და ხალხთა შორის მნიშვნელოვან ურთიერთობებს დაამყარებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები