მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია - პარტნიორები

63eb47f2f122d
გიგა ბენია
14.02.23 12:46
919

ბაკურიანი ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს. ტურნირი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება და შეჯიბრებაში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

მსოფლიო ჩემპიონატი „თიბისის“ და „სილქნეტის“ პარტნიორობით გაიმართება. როგორც კომპანიების წარმომადგენლებმა BMG-ს გადაცემა #საქმიანდილაში განაცხადეს, მათი მიზანია, მსოფლიოს დაანახონ, რომ საქართველოს მსგავსი ტიპის ღონისძიებების მასპინძლობა შეუძლია.

„მასშტაბური ღონისძიებაა, რაც ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს. ამ საქმეში ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ერთად ვდგავართ და ვცდილობთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაინახოს, საქართველო არის ადგილი, სადაც მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხარისხიანად ტარდება“,-განაცხადა „თიბისის“ მარკეტინგის მენეჯერმა, მაკუნა თავბერიძემ.

„სილქნეტი უკვე 10 წელზე მეტია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია. ჩვენთვის აღნიშნული მსოფლიო ჩემპიონატი არ არის ერთი ცალკეული ღონისძიება. ქართველი სპორტსმენებისთვის სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები სხვადასხვა წამყვან ქვეყანაში, საერთაშორიო ექსპერტებთან ცოდნას იღებენ“,- განაცხადა „სილქნეტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატო ჯავახიშვილმა.

როგორც კატო ჯავახიშვილი და მაკუნა თავბერიძე აღნიშნავენ, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანში ჩატარდება, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩემპიონატისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც დარჩება აქ და არსად წავა. შესაბამისად, ესეც მთის კურორტების განვითარებას უწყობს ხელს და კარგია ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერისთვისაც. მათ მიეცემათ დიდი ასპარეზი, საკუთარი უნარების გამოსავლენად’’,-აცხადებს „თიბისის“ მარკეტინგის მენეჯერმა, მაკუნა თავბერიძემ.

„მსოფლიო ჩემპიონატი არ არის მხოლოდ მათთვის, ვისაც სათხილამურო სპორტი უყვარს. ის კარგია ტურიზმისთვის, ეკონომიკისთვის - საქართველო და ბაკურიანი მსოფლიო რუკაზე სახელს კიდევ ერთხელ გაიმყარებს“,- აღნიშნა „სილქნეტის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა, კატო ჯავახიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები