მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი: ეკონომიკაში გენდერული სხვაობის შესავსებად 36 წელია საჭირო

60643294ef26e
თათია კაკიაშვილი
31.03.21 23:40
561

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალი ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკაში გენდერული სხვაობის შესავსებად და გლობალური გენდერული პარიტეტის მისაღწევად დამატებით 36 წელია საჭირო. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული პარიტეტი 4 მაჩვენებლით იზომება: ეკონომიკური ჩართულობა და შესაძლებლობები, განათლება, ჯანმრთელობა და პოლიტიკური გაძლიერება.

ორგანიზაციის მიერ გამოკვლეულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ სქესთა შორის პოლიტიკური გაძლიერების სხვაობა, 2020 წლის გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაფართოებულია, ხოლო ეკონომიკური მონაწილეობის მაჩვენებელი მცირედად არის გაუმჯობესებული.

„პანდემიის დროს უფრო მეტმა ქალმა დაკარგა სამუშაო ადგილი, ვიდრე კაცმა; ხოლო შეფერხებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქალების ხელახალი დასაქმება უფრო იშვიათია, ვიდრე - კაცების. როდესაც სკოლები და საბავშვო ბაღები დაიხურა, ქალები "არაპროპორციულად" იღებდნენ ბავშვის ზრუნვაზე პასუხისმგებლობას. ეს ზრდის სტრესს და აზიანებს მათ პროდუქტიულობას“, - განაცხადა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველმა დირექტორმა საადია ზაჰიდიმ.

ორგანიზაცია პროგნოზირებს, რომ გენდერული ეკონომიკური განსხვავების საკითხის სრულად დახურვას დაახლოებით 68 წელი დასჭირდება, თუმცა ეს მონაცემი პანდემიის გავლენას ჯერ სრულად არ ასახავს, რამაც შესაძლოა, მდგომარეობა გააუარესოს.

ამასთან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა ქალთა ეკონომიკური ჩართულობის გაძლიერების საკითხსაც ეხება. ანგარიშში ითქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში გამოცდილ პროფესიონალებში ქალთა წილი იზრდება, შემოსავლების სხვაობა და მენეჯერულ თანამდებობებზე მყოფი ქალების რაოდენობა კვლავ ქმნის პრობლემებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები