მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა უნდა ვაიძულოთ, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“ - ჭყონია

63eb9632f2da7
თელარა გელანტია
14.02.23 23:37
904
„მთავრობა უნდა ვაიძულოთ, შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ წამყვანის კითხვას - „თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წელსაც ვერ მიიღებს, ეს ვისი პასუხისმგებლობა იქნება?“

- ევროკავშირში არ შედის მთავრობა. ევროკავშირში შედის სახელმწიფო და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები; ვიცით, რისგან შედგება ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და ვიცით, რომ ეს 12 პუნქტი არის გადამწყვეტი, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ამიტომ ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული <კანდიდატის სტატუსის მიღება>.

- სახელმწიფოს წარმოადგენს მოქმედი ხელისუფლება და შესაბამისად, რეკომენდაციების შესრულებაც მათ ნებაზეა დამოკიდებული.

- არ გეთანხმებით. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მთავრობა შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რადგან 12 პუნქტის შესრულებით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გარანტირებული გვაქვს.

- როგორ შეუძლია თემურ ჭყონიას, როგორც ერთ მოქალაქეს მთავრობის იძულება?

- მარტო მე - არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მთავრობას რეკომენდაციების შერულების ვალდებულება მოვთხოვოთ. ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს პოლიტიკური პარტიების ქიშპობა... ჩვენთვის საინტერესოა 12 პუნქტის შესრულება და უნდა ვაიძულოთ, თქვან - როდის მთავრდება 12 რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ წლის ბოლოს გარანტირებულად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.

ცნობისთვის: IRI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს 2023 წელსაც ვერ მიიღებს, მოქალაქეების 64% ამაზე პასუხისმგებლად მთავრობას მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები