მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ხელფასებს იზრდის, პრემიერის თქმით საჯარო სექტორი “კერძოსთან კონკურენციას ვერ უძლებს”

6110d7d5772df
შოთა ტყეშელაშვილი
09.08.21 11:18
2765
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს საჯარო სექტორში 2022 წლიდან ხელფასები გაიზრდება და ეს ცვლილება მომდევნო წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. მისი თქმით, დღეს საჯარო სექტორი კერძო სექტორთან სახელფასო თვალსაზრისით "კონკურენციას ვერ უძლებს", ხოლო მოხელეთა მოტივაცია კი დაბალია. 

“2022 წლის იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, რადგანაც სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხის გადაწყვეტა,"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ზოგიერთ მენეჯერულ პოსტზე ხელფასები გაორმაგდება, მაგალითად 2-ჯერ გაიზრდება ქალაქების მერების ანაზღაურება.

"გავზრდით ჩვენ მერების ხელფასებს, პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი. წარმოუდგენელია მართლაც მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს ან ბათუმს, რაც არის უზარმაზარი ქალაქი,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი დაუჯდებათ გადასახადის გადამხდელებს ქვეყნის ბიუროკრატიული აპარატისთვის ხელფასების მომატება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, წელს საჯარო სექტორის ხელფასების მოცულობა სულ 1.66 მილიარდი ლარი უნდა იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები