მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს

6149a40e31a26
თელარა გელანტია
21.09.21 13:20
3556
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.

ინფორმაციას მგფ ავრცელებს. დავით ტაბიძემ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე გიორგი შენგელია შეცვალა. უცნობია, რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი.

დავით ტაბიძეს საჯარო და კერძო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში მას სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: 2014 წლიდან მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად, 2014 - 2015 წლებში იყო ფონდის გარემოს დაცვისა და განსახლების სამსახურის უფროსი, 2015 - 2019 წლებში ეკავა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ხოლო 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე იყო აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე.

მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, მას 15-წლიანი სამუშაო გამოცდილება ჰქონდა კერძო სექტორში. კერძოდ, იგი 1999 წლიდან სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ორგანიზაციებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები