მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხოლოდ ჩვენი კომპანიიდან 200-ზე მეტი ადამიანი წავიდა ევროპაში სამუშაოდ - ბერეკაშვილი

63329db7a0143
მარიამ დემეტრაშვილი
27.09.22 21:00
6258
ქვეყანაში მუშახელის დეფიციტია. საქართველოდან კადრების გადინების გამო შექმნილი პრობლემები უკვე არაერთ სექტორს შეეხო, მათ შორის სარესტორნო ბიზნესს, სასტუმროებს, სოფლის მეურნეობას და სამშენებლო ინდუსტრიას.

სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ მხოლოდ მათი კომპანიიდან ბოლო პერიოდში 200-ზე მეტი თანამშრომელი წავიდა აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ.

„ქვეყნიდან სპეციალისტების გადინება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ეს განსაკუთრებით აისახა სამშენებლო სექტორში. მხოლოდ ჩვენი კომპანიიდან 200-ზე მეტი ადამიანია წასული აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ამ ტრენდის გამო ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა და მიწოდება შემცირდა. ამის გამო ხელფასები, გასულ წელთან შედარებით, 30-50%-ით გაიზარდა და 2 500-დან 5 000 ლარამდე მერყეობს.

კადრების გადინების საკითხი ძალიან გვაწუხებს. სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი წამყვანია ქვეყანაში და თუ გვინდა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია, ქვეყანაში მუშახელი ბევრი გვყავდეს. ეს პრობლემა მხოლოდ მშენებლობის სექტორს არ ეხება, იგივე სიტუაციაა სხვა სფეროებშიც“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები