NATO ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთის ნაკადი 1-ისა და 2-ის მილსადენებიდან ბუნებრივი აირის გაჟონვას საბოტაჟს უწოდებს, - განცხადება ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა დღეს გააკეთა.
“ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში Nordstream 1 და Nordstream 2 მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამჟამად არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი. ეს გაჟონვები იწვევს რისკებს ტრანსპორტისთვის და არსებით ზიანს აყენებს გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს გაჟონვის წარმოშობის დასადგენად.
ჩვენ, როგორც მოკავშირეები, მოწოდებული ვართ მოვემზადოთ, აღვკვეთოთ და დავიცვათ ჩვენი წევრები ენერგეტიკისა თუ სხვა სფეროს ჰიბრიდული თავდასხმებისგან, რომელიც მომდინარეობს კონკრეტული სახელმწიფოებისგან ან არასახელმწიფო აქტორების მხრიდან. ნებისმიერი მიზანმიმართული თავდასხმა ჩვენი მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურუაზე იქნება პასუხგაცემული,”- ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.
მილსადენიდან გაზის გაჟონვის შესახებ ცნობილი 27 სექტემბერს გახდა.