მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი“

NATO

„თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და გახადეთ ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი“, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას გააკეთა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც 2 წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინისთვის, „ქართულმა ოცნების“ მიერ ქვეყანაში ამერიკული ბაზის გახსნაზე უარის თქმას შეეხებოდა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ თუ რაიმე დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას ეს ნატოს წევრობაა და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

„მე არ ვიცი ვინ, რას ლაპარაკობს. მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. თუ რაიმე ოფიციალური წერილი გაქვს კონკრეტული ოფიციალური პირებიდან შეგიძლიათ წარმოადგინოთ. ერთადერთი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას დაიცავს, ეს ნატოს წევრობაა. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება და მზად ვართ ბატონო. არ გვინდა ეს ღია კარი. წლებია გვესმის, რომ კარი ღიაა და კარი ღიაა… არ გვინდა ეს ღია კარი, თუ გაქვთ რაიმეს თავი და ერთი ადგილი, მიიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყანა გახადეთ ნატოს წევრი“, — წევრი განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები