OPEC-ის მიერ დღიური საშუალო მიწოდების 1.16 მილიონი ბარელით შემცირების ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა.
Brent-ის ღირებულება 5.5%-ით, 85-დოლარიან ნიშნულამდე გაიზარდა; WTI Crude-ის ფასი კი 80 დოლარს აღწევს, რაც თითქმის 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ერთკვირიან ჭრილში მარტების მაჩვენებელი 9%-ს შეადგენს.
გაზრდილია რუსული ნავთობის ფასიც, ბარელი Urals-ის ღირებულება ამჟამად 59 დოლარს შეადგენს. მისი ფასი ერთ კვირაში 18%-ითაა გაზრდილი.
OPEC-ის წარმომადგენლობის განმარტებით, მიწოდების შემცირების მიზეზი მსოფლიოს მასშტაბით გაუარესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა და რეცესიის რისკებია, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ნავთობის მოთხოვნაზე.
გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებენ - აღნიშნული პოლიტიკა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ მიუხედავად დასავლეთის დაჟინებული მოთხოვნისა, OPEC-ს ნავთობის მიწოდება ენერგოკრიზისის დასაძლევად საჭირო მოცულობით არ გაუზრდია.