ნავთობისა და გაზის კორპორაციას გიორგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაუდასტურეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩიქოვანმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის პოსტზე ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან გადაინაცვლა. კორპორაციის ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე კი თბოსადგურ “გარდაბანი 1”-ს უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება ენერგეტიკის განვითარების ფონდს, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ უხელმძღვანელებს მას. Bm.ge-ი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.