ნიდერლანდების მთავრობა გრონინგენის გაზის საბადოზე მოპოვებითი სამუშაოების გაჩერებას გეგმავს. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრის საფრთხის გამო საბადოს ოპერირების გაგრძელება ძალიან საშიშია.
სამთომოპოვების მინისტრის მოადგილის ჰანს ვიბრიფის თქმით, საბადო ფუნქციური ოქტომბრამდე იქნება, თუმცა ევროპაში გაზის კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში დახურვის ვადა ერთი წლით გადაიწევს.
“ყველა, ვისაც მიწისძვირის საკითხი ესმის ამბობს, რომ აქ მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელება ძალიან საშიშია. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დახურვა სწორი გადაწყვეტილება იქნება”,-აცხადებს ის.
ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისის ფონზე ნიდერლანდების მთავრობაზე წნეხი გაზრდილია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბადოში გაზის მოპოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში განახლდება, თუ გაზის მიწოდების დეფიციტი ნიდერლანდების მოქალაქეებს შეეხებათ. გრონინგის საბადოს მეშვეობით, ნიდერლანდები ათწლეულების მანძილზე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი იყო, თუმცა სეისმური რისკების გათვალისწინებით საბადოში გაზის მოპოვება მინიმუმამდე შემცირდა.