მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნურ-სულთანსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო

60924fa528f5e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.05.21 12:10
671
ყაზახეთის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა ნურ-სულთანიდან გვიან ღამით ქუთაისის მიმართულებით პირველი რეგულარული რეისი შეასრულა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ყაზახეთის დედაქალაქიდან იმერეთში 164 PCR ნეგატიური ტესტის მქონე საერთაშორისო ვიზოტორი ჩამოვიდა.

მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI - ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისზე კი პირველ რეგისტრირებულ მგზავრს ავიაკომპანიამ საჩუქრად FlyArystan-ის მიერ ნებისმიერ ოპერირებად მიმართულებაზე ღია ავიაბილეთი გადასცა.

ცნობისთვის: FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით ახორციელებს ფრენებს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. ხოლო, გუშინ საინაუგურაციო ფრენები აქტაუდან და ნურ-სულთანიდან განხოციელდა. თითოეულ მიმართულებაზე რეგულარული პირდაპირი რეისები კვირაში 6 სიხშირით შესრულდება.

შეგახსენებთ, 1-ლი მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეეძლება საქართველოში საჰაერო გზით, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ PCR ნეგატიური ტესტი, მათ შორის აცრილ მოქალაქეებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები