მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ოდაში” მომხმარებელს აგროპროდუქტების ნაკრების გამოწერის შესაძლებლობას აძლევს

63fca3d87d114
ნანუკა ნარიმანიძე
05.03.23 20:15
1140
აგრომეურნეობა “ოდაში”, რომელიც 2 წელია გურიაში ოპერირებს, მომხმარებელს ახალ პროექტს სთავაზობს. სიახლის შესახებ სერვისის დამფუძნებლებმა, ცოლ-ქმარმა სალომე კალანდაძემ და ირაკლი გიკაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრეს.

ახალი პროდუქტი „სმა“ , იგივე “საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობაა”, რომლის ფარგლებშიც აგროპროდუქტების ნაკრებს მომხმარებელი წინასწარ შეძენის შემთხვევაში, ყოველკვირეულად მიიღებს.

„გვინდა წინასწარ გავყიდოთ პროდუქტი, რათა წინასწარ ვიცოდეთ რა პროდუქტი მოვიყვანოთ და რა რაოდენობით, გვსურს მუდმივი კავშირი გვქონდეს მომხმარებელთან“, - ამბობს „ოდაშის“ თანადამფუძნებელი სალომე კალანდაძე.

როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი 100 ოჯახისთვის საუკეთესო ხარისხის ბოსტნეულის მოყვანა და მიწოდებაა. ნაკრების მისაღებად მომხმარებელმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიაროს.

„რეგისტრაცია დაიწყო, უკვე გვყავს 30 მომხმარებელი, რომელიც ჩვენს ორგანულ ბოსტნეულს მიიღებს, ველოდებით კიდევ 70-ს. გვიკავშირდებიან რესტორნებიც, მაგრამ თავს ვიკავებთ, რადგან ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი და ღირებულება ოჯახებისთვის ორგანულ პროდუქტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა”, - ამბობს ირაკლი გიკაშვილი.

საფასო პოლიტიკაზე საუბრისას დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ პაკეტის ღირებულება მაქსიმალურად მისაღებია. ჯერჯერობით „ოდაშის“ ორი - 1200 და 800-ლარიანი პაკეტების შეძენაა შესაძლებელი, ფასი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე ბოსტნეულის მიწოდებას 22-24 კვირის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები