მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამაყი ვარ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“ – ჯიმი ჩხეიძე

აგროო
BM. GE
11.08.23 16:31
3

კახეთში, სოფელ უდაბნოს მიმდებარედ 27 ჰექტარ ტერიტორიაზე ნუშის ბაღებია გაშენებული. ნუშის პირველი ნერგები აქ ჯიმი ჩხეიძემ სულ რამდენიმე წლის წინ ჩაყარა და მას შემდეგ პროფესიით აგრონომი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფერმერადაც იქცა.

აგრომეურნეობის ძირითად საფუძვლებსა და წარმოების პროცესებს ჯერ კიდევ მცირე ასაკში, კომპიუტერული თამაშიდან გაეცნო. საკუთარ აგრომეურნეობაზე ოცნებაც ამ პერიოდს უკავშირდება. ამბობს, რომ ბავშვობიდანვე სურდა ჰქონოდა ნამდვილი მიწის ნაკვეთი და ვირტუალურ სამყაროში შექმნილი აგრომეურნეობა რეალობად ექცია. „ეს ბაღი ჩემთვის დღეს არის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი. ამაყი ვარ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“, – ამბობს ჯიმი ჩხეიძე.

ჯიმი მეურნეობის ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული და საკუთარ ნუშის ბაღის განვითარებასა და სრულყოფაზე ყოველდღიურად ზრუნავს.

„10 ათასი ძირი არის ჩემ ბაღში და 10 ათასი ძირის მდგომარეობა ვიცი ზედმიწევნით, ვიცი თითოეულ მცენარეს რა უჭირს“, – ამბობს ის.

ჯიმი ფიქრობს, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს თანამედროვე ფერმერობას. აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს მეურნეობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნიკა და მცენარეთა დაცვის ხარისხიანი პრეპარატები და რომ სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ევროპული სტანდარტის პროდუქტის შექმნა.

საკუთარ მეურნეობასა და თანამედროვე ფერმერობაზე უფრო დეტალურად ჯიმი ჩხეიძე „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.

ნახე ჯიმი ჩხეიძის ისტორია: 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები