მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

OECD: გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაურკვეველია

5ee1e8324764a
ნათია თაქთაქიშვილი
11.06.20 15:38
1103
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გლობალური ეკონომიკური ზრდის შესახებ განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა. ორგანიზაციის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური პროგნოზი გაურკვეველია.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში განხილულია პანდემიის განვითარების ორი სცენარი. ოპტიმისტური სცენარით Covid-19-ის პანდემიის შეჩერება პირველი ტალღის შემდეგ მოხერხდება. ხოლო, მეორე სცენარი იმ დაშვებით არის შედგენილი, რომ მომდევნო თვეებში მსოფლიოს პანდემიის კიდევ ერთი ტალღის გადატანა მოუწევს.

ორგანიზაციის პროგნოზით, პირველ შემთხვევაში გლობალური მშპ 6%-ით შემცირდება, ხოლო მეორე ტალღის შემთხვევაში ვარდნა 7,6%-ს გაუტოლდება.

დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიდან წელს უკლებლივ ყველა, მძიმე ეკონომიკური რეცესიის ფაზაში შევა. ორგანიზაციის პროგნოზით, ევროზონის ეკონომიკა წელს შესაძლოა 9,1%-დან 11,5%-მდე შემცირდეს, ხოლო უშუალოდ OECD-ის წევრი სახელმწიფოებისა კი 7,5%-დან 9,3%-მდე.

ცალკეული ქვეყნების მიხედვით პროგნოზი შემდეგნაირად გამოიყურება:

• აშშ — კლება - 7,3% - 8,5%;
• ჩინეთი — კლება - 2,6% - 3,7;
• იაპონია — კლება - 6% - 7%;
• გაერთიანებული სამეფო — კლება -11,5% - 14%;
• გერმანია — კლება - 6,6% - 8,8%;
• ინდოეთი — კლება - 3,7% - 7,3%;
• კანადა — კლება - 8% - 9,4%;
• ესპანეთი — კლება 11,1% - 14,4%;
• საფრანგეთი — კლება — 11,4% - 14,4%;
• იტალია — კლება — 11,3% - 14%;

ამასთანავე, ორგანიზაციაში გლობალურად უმუშევრობის მატებასა და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას ვარაუდობენ. მოსალოდნელია, რომ OECD-ის წევრ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებელი ჯამურად 10%-ს მიაღწევს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო, ბოლო 5 წლის განმავლობაში გლობალურად შემოსავლის ზრდის კუთხით მიღწეული პროგრესი სრულიად დაიკარგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები