მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია გრაფიკით აღარ მიეწოდებათ

642fdf3ee1471
გიგა ბენია
07.04.23 13:20
455

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების გადაწყვეტილება გაუქმდა. სოხუმის ელექტროქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეზღუდვა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოიხსნა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

„ელექტრო ქსელებში დატვირთვის შემცირების გამო ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოიხსნა. დატვირთვის მატებასთან ერთად, არ არის გამორიცხული, შეზღუდვები ისევ დაწესდეს" - აღნიშნეს სოხუმის ელექტროქსელის ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში ოკუპირებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დაინერგა. ელექტროენერგია დღეში 3-დან 5 საათის განმავლობაში ითიშებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები