მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოჭიდან აფხაზეთთან და საქართველოსთან საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება იგეგმება - TASS

63d02622c610c
ვიქტორია მღებრიშვილი
24.01.23 22:47
767
სოჭის საზღვაო პორტი შავი ზღვით სამგზავრო გადაყვანების შესახებ მოლაპარაკებებს აფხაზეთთან და საქართველოსთან გეგმავს. აღნიშნული ინფორმაცია რუსულმა გამოცემა Tass-მა „მორპორტ სოჭის“ გენერალურ დირექტორ იური ვლადიმიროვზე დაყრდნობით გაავრცელა.

„ვიმედოვნებთ, რომ [სამგზავრო გადაყვანები ამოქმედდება] აფხაზეთთან და საქართველოსთან გვექნება. ჯერ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გადაყვანების ამოქმედების მიმდინარე წელის ზაფხულისთვის გვინდა“, - განაცხადა ვლადიმიროვმა მედიასაშუალებასთან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ სოჭიდან საქართველოში საზღვაო გადაყვანები სავარაუდოდ ბათუმში მოხდება.

„ზღვით მგზავრთა გადაყვანაზე ახალი მიმართულებების დამატებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. შევეცდებით, ჩვენი ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით განვითარებას“, - დასძინა ვლადიმიროვმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები