მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პანდემიამდე შვეიცარიიდან თბილისში საათი 3 დღეში ჩამოდიოდა, ახლა 3-4 კვირა სჭირდება“ - ციკოლია

612b65b1b4cca
ლიკა გურაბანიძე
29.08.21 21:20
3650
ქართველი სამრეწველო დიზაინერის ზვიად ციკოლიას მიერ შექმნილი საათების ბრენდის - Tsikolia Watches-ის გაყიდვები ბოლო ორი წლის განმავლობაში 5-6-ჯერ გაიზარდა. როგორც ციკოლიამ bm.ge-ს განუცხადა, გაყიდვების ზრდა სწორი მარკეტინგული კამპანიების და ბიზნესმოდელის შედეგია, თუმცა ისევე როგორც ყველას, პანდემია ბრენდს გარკვეულ პრობლემებს უქმნის.

“რა თქმა უნდა, პრობლემები გვაქვს, კორონავირუსის გამო მსოფლიო, ფაქტობრივად, გაჩერებულია. მოგეხსენებათ, ციკოლიას საათები შვეიცარიაში ეწყობა და შემდგომ ის როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებს მიეწოდება. სწორედ პანდემიის გამო, საათების მოწოდება დაგვიანებით ხდება. პრობლემები ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ბევრია. პანდემიამდე შვეიცარიიდან თბილისში საათი 3 დღეში რომ ჩამოდიოდა, ახლა 3-4 კვირა სჭირდება და ხანდახან იკარგება კიდეც. მუშაობა შენელებულ ტემპში მიმდინარეობს“, - აღნიშნა ციკოლიამ.

ამასთან მისი თქმით, საათებზე ფასები გაიზარდა, რისი მიზეზიც გაძვირებული ნედლეული და მომწოდებლის მიერ შეცლილი საფასო პოლიტიკაა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზვიად ციკოლია შვეიცარიასთან ერთად საწარმოო ხაზის განვითარებას ადგილობრივ ბაზარზეც გეგმავს, თუმცა მეტ დეტალს ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები