მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პანდემიის პერიოდში, საელჩოების შენობების ყიდვაზე მსჯელობა არასწორი იქნება - გიორგი კაკაურიძე

61672584de208
თამთა ჯიჯავაძე
13.10.21 22:26
542
წელს, როცა პანდემიაა, საელჩოების შენობების ყიდვაზე არასწორი იქნება მსჯელობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში და საელჩოებში საკმარისი რესურსი არაა.

"საგარეო პოლიტიკა საკმაო რესურსებს მოითხოვს, თუმცა, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა გასათვალისწინებელი, რომ საჭიროებები და რესურსები უნდა დაბალანსდეს, ეს სჭირდება ქვეყანასაც. ჩვენზე ათჯერ დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც ვერ აფინანსებენ სრულად მათ საჭიროებებს, მით უმეტეს, ასეთ პირობებში ძალიან რთულია. თუმცა, რამდენიმე საელჩო უკვე შევისყიდეთ. წელს, როცა ფინანსური კონსოლიდაციაა, პანდემიის პირობებია, საელჩოს ყიდვაზე არასწორი იქნება მსჯელობა. საელჩოს შესყიდვას ეკონომიკური ეფექტი უნდა ჰქონდეს.

შეთანხმებულები ვართ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომ თუ სადმე გამოჩნდება 20-წლიანი პირობებით, ან ნაკლები ხარჯის გაწევით შევისყიდით ჩვენთვის მისაღებ შენობას, ქირის და შენობის ხარჯი აბალანსებს, ამის დათვლის მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და ყოველთვის მზად ვართ, რომ ან საელჩომ გააკეთოს საკრედიტო ხელშეკრულება ან მსგავსი მექანიზმი მოვიფიქროთ. მაგრამ ის, რომ დავიწყოთ ბევრგან საელჩოების ყიდვა, ძალიან დიდი ფულის გასავალი იქნება ეკონომიკიდან", - განაცხადა კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები