მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარლამენტის დღის წესრიგი - რა იგეგმება მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში?

64998223e8c90
BM.GE
26.06.23 16:16
399
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 30 ივნისს, პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარუდგენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბიურომ 27 - 30 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა, რომლის თანახმად, მიმდინარე სასესიო კვირას განსახილველი 100-ზე მეტი საკითხია.

დაგეგმილია პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა. პროექტის თანახმად, ახლებურად განისაზღვრება: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევის პროცედურა და კანდიდატურების წარდგენის ვადა; საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების თაობაზე საქართველოს გენერალური პროკურორის წინადადების საფუძვლიანობის შესწავლა-განხილვის საკითხი; საქართველოს მოქალაქის ლობისტად რეგისტრაცია; პარლამენტის მიერ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების გაუქმების პროცედურა; პარლამენტის ყოფილი წევრების პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება; საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი განცხადების და კანონპროექტის რეგისტრაცია და ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება.

ბიურომ მხარი დაუჭირა ახალი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „თავისუფლება“ რეგისტრაციას, რომლის წევრებიც არიან - როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები