PayPal-ი აშშ-ში მიღებული ლიცენზიის შედეგად კრიპტოვალუტის გამოყენებას იწყებს. მალე ის ამერიკელ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს იყიდოს, შეინახოს, ანდა გაყიდოს ვირტუალური ვალუტა.
კერძოდ, როგორც ცნობილია, PayPal-ი ოთხი სხვადასხვა კრიპტოვალუტის გამოყენების საშუალებას მოგცემთ, ესენია: ბითკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და ბითკოინ კასტი.
კომპანიის მტკიცებით, 2021 წლისათვის კრიპტოვალუტებს გამოიყენებს გადახდების აპლიკაცია Venmo-ც და ზოგიერთი ქვეყანა ამერიკის ფარგლებს გარეთ.
ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტმა, PayPal-ს „პირობითი ბითლიცენზია (ანუ ვირტუალურ ვალუტათა გამოყენების უფლება) მიანიჭა, რაც ამ უკანასკნელს კრიპტოვალუტის კომპანიებთან ურთიერთობის საშუალებასა და შესაბამისი მომსახურების შეთავაზების უფლებას ანიჭებს.
PayPal-ის მიერ კრიპტოვალუტათა მხარდაჭერა გარდამტეხი მოვლენაა. ეს ყოველივე არამარტო უდიდესი ბაზრის კარის გაღებას მოასწავებს, არამედ კრიპტოვალუტის უწინდელი არაპროგნოზირებადი ცვალებადობის დარეგულირების შესაძლებლობასაც იძლევა.
PayPal-ის მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, დენ შულმანმა განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტაზე გადასვლა "გარდაუვალია". მისივე თქმით, კომპანია მზადაა ბანკებსა და მარეგულერებელ ორგანოებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რათა "ციფრულ ვალუტათა როლი გლობალური ფინანსური და სავაჭრო მომავლისათვის“ ერთად ჩამოაყალიბონ.