კრემლის პრესსპიკერის დმირტი პესკოვის განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფების ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და ის ბელარუსში წავა. რას გააკეთებს ბელარუსში მყოფი ევგენი პრიგოჟინი პესკოვს არ დაუკონკრეტებია.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, „ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მსურველ მებრძოლთა ნაწილი თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმებს კონტრაქტებს.
დღეს გვიან საღამოს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ კოლონებს უკან აბრუნებს და საველე ბანკებში ბრუნდებიან.
"კოლონებს უკან ვაბრუნებთ და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად,“-აცხადებს ის.
აუდიოჩანაწერში პროგოჟინი ასევე ამბობს, რომ მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კმ იყვნენ დაშორებულნი, თუმცა ახლა "ვაგნერის" მებრძოლებს უკან ბრუნდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჩანაწერს წინ უძღოდა ბელარუსის მთავრობის განცხადება, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ პრიგოჟინთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმება ითვალისწინებდა შეარაღებული “ვაგნერის” მებრძოლების მოსკოვისკენ მსველობის შეჩერებას. კერძოდ, რუსული სახელმწიფო მედია ლუკაშენკოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პრიგოჟინი დათანხმდა მის წინადადებას რომ აღარ გაეგრძელებინა "ვაგნერის" რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილება და ვითარების ესკალაცია.