მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრიგოჟინის განცხადების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა - რუსული მედია

64961e9d46acc
თელარა გელანტია
24.06.23 02:35
53375
„ვაგნერის” ჯგუფის ლიდერის ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

ინფორმაციას რუსული გამოცემები ავრცელებენ.

გამოცემა 161.ru წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ როსტოვის ოლქში გეგმა “ციხესიმაგრე” გამოცხადდა, რაც სტრატეგიული ობიექტების დაკავებას გულისხმობს.

ცნობისთვის: „ეფესბემ“ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინზე, სამხედრო გადატრიალებისკენ მოწოდების მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქმე ის არის, რომ გუშინ, 23 ივნისს, „ვაგნერის“ დამფუძნებელმა აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” ბანაკების დაბომბვაში დაადანაშაულა. „ჩვენ 25 ათასნი ვართ და მოვდივართ, რათა გავარკვიოთ, რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“, - აცხადებდა პრიგოჟინი აუდიოჩანაწერში.

ვაგნერის ჯგუფი რუსეთის არმიის არაოფიციალური სამხედრო დანაყოფია, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვაგნერის ჯგუფი ბოლო დროს აქტიურობდა უკრაინაში, სირიასა და აფრიკის ქვეყნებში და არაერთხელ იყო ბრალდებული ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები