აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ აქციაში Pfizer-მა $68.5 გადაიხადა, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ის ფასი, რომელიც მაშინ დაფიქსირდა, როცა გარიგების შესახებ ინფორმაცია პირველად გასაჯაროვდა.
Global Blood Therapeutics-ი ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალო პრეპარატს აწარმოებს, რომელმაც გასულ წელს, კომპანიას $195 მილიონი მოუტანა. საერთო ჯამში კი, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების დათვლებით, 2026 წლისთვის, კომპანიის ამ ტიპის სამკურნალო საშუალებების გაყიდვები $1 მილიარდს მიაღწევს, რაც Pfizer-ის იშვიათი დაავადებების პრეპარატების ბიზნესს საგრძნობლად გაზრდის.
ცნობისთვის, რომ ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია მწვავე დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 4.5 მილიონ ადამიანს აქვს.
Pfizer-ი პლანეტის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიაა, $280-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით ის ამჟამად მსოფლიოს ყველზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში 29-ე ადგილზეა.
საფონდო ბირჟების დაღმასვლის ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე Pfizer-ის აქციების ღირებულება 12%-ითაა შემცირებული და მისი თითოეული აქციის სავაჭრო ფასი ამჟამად 50 დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.