მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„Pikfud” - ქართული აპლიკაცია, რომელიც საკვები ნარჩენების წინააღმდეგ იბრძვის

60bb0ecb9596b
მარიამ იზორია
05.06.21 23:45
1928
ახალი ქართული აპლიკაცია „Pikfud”-ის დახმარებით მომხმარებელს შეღავათიან ფასად იმ საკვების შეძენის შესაძლებლობა აქვს, რომლებიც დღის მანძილზე ვერ იყიდება, თუმცა საკვებად ვარგისია. აპლიკაცია თბილისის მასშტაბით პირველად 2021 წლის 27 იანვარს ჩაეშვა და ამ დროისთვის 5 ადამიანს ასაქმებს.

აპლიკაციის თანადამფუძნებელი ნიზამ მამედოვი bm.ge-ს უყვება, რომ ორ სტუდენტს იდეა საზღვარგარეთ გაუჩნდა, როდესაც ნახეს თუ როგორ ებრძვიან განვითარებული ქვეყნები საკვებ ნარჩენებს. მისივე თქმით, „Pikfud“-ი უკვე რამდენიმე კომპანიასთან წარმატებით თანამშრომლობს და მომხმარებლის მზარდი რაოდენობაც ჰყავს.

„ჩვენი აპლიკაციის დახმარებით, კაფეებს, საკონდიტროებსა და მარკეტებს შესაძლებლობა აქვთ მარტივად ატვირთონ ის საკვები რომლებიც დღის განმავლობაში ვერ რეალიზდა. მომხმარებელი საკვებს შეღავათიან ფასად ყიდულობს, კომპანიებს კი დამატებითი შემოსავლის წყარო უჩნდებათ.

ჩვენი მოგება გაყიდული პროდუქტის ფასის 10-20% -ია, ვეგანური კაფეებისთვის კი შედარებით დაბალი საკომისიო გვაქვს, მცირე დროში უკვე 6500 მომხმარებელი, 400 შესრულებული შეკვეთა და 12 პარტნიორი ობიექტი გვყავს. თანამშრომლობის მსურველ კომპანიებს შეუძლიათ მონაცემები ჩვენს ვებგვერდზე www.pikfud.com-ზე შეიყვანონ“ - ამბობს მამედოვი.

„pikfud”-ი სამომავლოდ საქართველოს მასშტაბით გაფართოებას, სხვადასხვა გარემოს დაცვით აქტივობაში ჩართვას და ჯიტას კონკურსში მონაწილეობას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები