მსოფლიოში ცნობილი იტალიური მოდის სახლი Prada აცხადებს, რომ მეორე კვარტალში შემოსავლები 66% გაეზარდა და 1.5 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც ანალიტიკოსები 1.43 მილიონი ევროს შემოსავალს ვარაუდობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გაყიდვების მაჩვენებლები პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება მიმდინარე წლის მეორე ნახევარშიც“, - აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიციო ბერტელიმ.
გამოცემა წერს, რომ მიუხედავად პანდემიისა, Prada-მ არსებულ მდგომარეობაზე მორგება შეძლო და ფოკუსი ელექტრონული გაყიდვების პლატფორმების გაძლიერებისკენ მიმართა.
მოდის სახლი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში Prada-ს ქსელის მთლიანმა გაყიდვებმა 1.281 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 8%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით. ბრენდის გაყიდვები პანდემიამდე მდგომარეობას დაუბრუნდა აზიასა და ამერიკაში, ხოლო ევროპაში მაღაზიები უფრო დიდხანს იყო დახურული კოვიდ-რეგულაციების გამო, შესაბამისად აქ გაყიდვები 29%-ით ჩამორჩება 2019 წელს.
რაც შეეხება ელექტრონულ გაყიდვებს, კომპანიას ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 100%-ით გაეზარდა. ამჟამად ონლაინ გაყიდვების წილი მთლიან გაყიდვებში 7%-ს შეადგენს.