მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერ-მინისტრი ნორვეგიაში საქართველოს ახალ ელჩს შეხვდა

63fdbc5d957ce
BM.GE
28.02.23 12:37
659
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზურაბ ბერიძეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს, მათ შორის, პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებს და სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაციის იმედი გამოითქვა.

ზურაბ ბერიძეს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, იყო არაერთ ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ამასთან, სხვადასხვა წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები