მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრივატიზაციის 6 თვის გეგმა მხოლოდ 29.5%-ით არის შესრულებული

62922ed108a4b
ნინო ტაბატაძე
28.05.22 19:10
1296

მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისიდან რამდენიმე მსხვილი აქტივის გაყიდვა მოხდა, პრივატიზაციის გეგმა ისევ ვერ სრულდება. იანვარ-აპრილში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 34.79 მლნ ლარი შევიდა, რაც 6 თვის გეგმის 29.5%-ია.

ბიუჯეტის შესრულების 4 თვის ანგარიშით ირკვევა, რომ ძირითადი აქტივების გაყიდვიდან სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობები 23 5743 000 ლარია, რაც ექვსითვის საპროგნოზო მოცულობის 22.7%-ს შეადგენს. სულ 6 თვეში მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტში ქონების გაყიდვიდან 104 მლნ ლარის მიღება ჰქონდა ნავარაუდევი.

არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა 11.22 მლნ ლარი შეადგენა, რაც გეგმის (14 მლნ) 80%-ია.

აპრილში არაფინანსური აქტივების კლებით ბიუჯეტში დამატებითი თანხები მობილიზებული არ არის. ადგილობრივ ბიუჯეტებში კი, I კვარტალთან შედარებით დამატებით 4.5 მილიონი შევიდა. სულ 4 თვეში „არაფინანსური აქტივების კლებით“ ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში 40 მილიონის კონტრიბუცია მოხდა.

აღსანიშნავია, რომ I კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონებზე რამდენიმე მსხვილი ქონება გაყიდა. მათ შორისაა „რიყის დოქები“, ყოფილი „მიხაილოვის საავადმყოფო“, ასევე ე.წ. წყნეთის აგარაკები.

წელს მთავრობა პრივატიზაციიდან 300 მილიონის მობილიზებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები