მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტესტის ფონზე, პარლამენტში "აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა დღეს განახლდება

640575c0bf07a
თამთა ჯიჯავაძე
06.03.23 09:10
672
პარლამენტში "აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვა დღეს განახლდება. 09:30 საათზე დაიწყება იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგის მიხედვით, განიხილავენ ორ კანონპროექტს - “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული კომიტეტი აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვან კომიტეტს წარმოადგენს. 

პარალელურად, პარლამენტის წინ დაგეგმილია საპროტესტო აქცია. აქტივისტები კანონპროექტების წინააღმდეგ გამოდიან. დაგეგმილი აქციის გამო, პარლამენტმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.

"შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - წერია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები