მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი მედვედევს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს სთავაზობს

5e1f253858d3e
შოთა ტყეშელაშვილი
15.01.20 18:46
1390
Interfax-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს სთავაზობს. 

"დიმიტრი ანატოლიევიჩი ყოველთვის ამ საკითხებით, ჩვენი თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების გაზრდით იყო დაკავებული. ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი იქნება და მას ვთხოვე მომავალში გამკლავებოდა ამ კონკრეტული კატეგორიების საკითხებს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ამას გავაკეთებ უახლოეს მომავალში - უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენ," - თქვა Interfax-ის ინფორმაციით  ვლადიმერ პუტინმა.

უშიშროების საბჭოს სხდომებს ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, საბჭოს მდივანი კი, დღეს ნიკოლაი პატრუშევია, სწორედ მისი მოადგილის პოსტს დაიკავებს მედვედევი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის ფედერაციის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით კაბინეტი უფლებამოსილების შესრულებას წყვეტს. 

დღეს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური ფედერაციის საბჭოსადმი ყოველწლიური მიმართვა გაიმართა. პუტინი საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის შედის დუმის და ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. 

დიმიტრი მედვედევი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2012 წლის 12 მაისიდან 2020 წლის 15 იანვრამდე იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები