მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართული ნედლეულის გადამუშავების ისტორიაში, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა“ - მიხო სვიმონიშვილი

630718f3dd92a
BM.GE
25.08.22 10:36
1926
ნაბეღლავის, გურჯაანში მდებარე ქართული აგროპროდუქტის და მარნეულის სასურსათო ქარხნის ერთობლივი, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად ქართული ხილის კონცენტრატები დამზადდა, რომლებმაც გაიარეს საერთაშორისო სტანდარტის ყველა შემოწმება. ჰეფი დეის და ბრავოს ბრენდით წვენების ჩამოსხმა ქართული ხილით ნაბეღლავის ქარხანაში უკვე დაიწყო.

ყველაზე დიდი სირთულე ევროპული წარმოების კარის გახსნა და მათ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსვლა წარმოადგენდა. ამ სირთულეების გადალახვის შემდეგ მომავალში რაოდენობები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს არის ახალი პერსპექტივა ქართული ნედლეულის გადამუშავებისთვის და სოფლის მეურნეობაში წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია.

დამუშავდა 100 ტონა ატამი და 200 ტონა პომიდორი, წლის ბოლომდე დაგეგმილია დამატებით 500 ტონა ნედლეულის გადამუშავება.

პირველ ეტაპზე, დაწყებულია ატმისა და პომიდვრის წარმოება. კომპანიები სამომავლოდ ქართული ვაშლისა და ხილის სხვა სახეობების საერთაშორისო ბრენდებისთვის მიწოდებაზეც მუშაობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები