მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულმა სტარტაპმა Ambry-მ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ ახალი სერვისი შექმნა

62503be4df584
მარიამ იზორია
08.04.22 22:24
1244
ქართულმა სტარტაპმა Ambry-მ, რომელიც კომპანიებსა და კერძო პირებს ნებისმიერი კრიპტომისამართისა და კრიპტოტრანზაქციის შემოწმებაში ეხმარება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო ახალი სერვისი შექმნა.

საუბარია მომსახურებაზე, რომლის დახმარებითაც ადამიანები კრიპტო დონაციების მისამართებს გადაამოწმებენ.

როგორც bm.ge-ს Ambry-ს დამფუძნებელმა ლუკა ლომსაძემ განუცხადა, უკრაინის მთავრობამ ოფიციალური სადონაციო კრიპტო მისამართები გამოაქვეყნა, რათა ხალხს უკრაინის დახმარება ამ ფორმითაც შესძლებოდა. თუმცა ამის პარალელურად, მცდარი მისამართებიც გაჩნდა, რომელთა მიზანი ამ დონაციების მითვისებაა.

მისივე განმარტებით, სწორედ ამიტომ სტარტაპის ახალი სერვისის დახმარებით ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უკრაინისთვის კრიპტო დონაციის განხორციელებას გადაწყვეტს, კრიპტო მისამართის ვალიდობას გადაამოწმებს.

“უკრაინის დასახმარებლად მთელი მსოფლიო გაერთიანდა. ჩვენც გვინდოდა ახალი მომავლის შენებაში წვლილი შეგვეტანა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა უკრაინის დასახმარებლად არის კრიპტო დონაციები, რომლის შესახებაც უკრაინის მთავრობამ ომის პირველივე პერიოდში განაცხადა და ოფიციალური სადონაციო კრიპტო მისამართები გამოაქვეყნა. ეს ძალიან კარგი სიახლე იყო, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ძალიან ბევრი "მატყუარა" კრიპტო ადრესები, რომლებიც თითქოს დონაციისაა, მაგრამ რეალურად უბრალოდ კონკრეტული პირის ჯიბეში მიდის და ადამიანებს ატყუებს. ამიტომ, შევქმენით სერვისი, რომლის საშუალებით ადამიანები გადაამოწმებენ კონკრეტული მისამართის ვალიდობას.

შემოწმების პროცესში თუ მისამართი ოფიციალური აღმოჩნდება მომხმარებელი გვერდს ნახავს, სადაც ამის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩაწერილი კრიპტო მისამართი ოფიციალურ მისამართს არ დაემთხვევა, მაშინ მომხმარებელს გაეხსნება გაფრთხილების გვერდი. სადაც შევატყობინებთ რომ მოცემული მისამართის ოფიციალურობის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს”. - აცხადებს ლუკა ლომსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები