შვეიცარიის პოლიციამ "ნესპრესოს" ყავის ქარხანაში გაგზავნილ ტვირთში 500 კგ კოკაინი აღმოაჩინა.
როგორც BBC წერს, ქარხნის მუშებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ყავის ტომრებში თეთრი ფხვნილი იპოვეს.
BBC-ის ცნობითვე, ამოღებული კოკაინის საბაზრო ღირებულება თითქმის 50 მლნ ევროს უტოლდება. გამოძიების პირველადი ვერსიით, ტვირთი ბრაზილიიდან შევიდა. პოლიციის განცხადებით, შემოტანილი კოკაინი, სავარაუდოდ, ევროპის ბაზარზე უნდა მოხვედრილიყო.