მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა

63b6b2208ec18
შოთა ტყეშელაშვილი
05.01.23 15:45
756
ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. საჯარო სამსახურის ბიურო ყოველწლიურად შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე ამოწმებს ქონებრივ დეკლარაციებს და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თანამდებობის პირებს აჯარიმებს. 2022 წელს სულ 377 თანამდებობის პირის დეკლარაციის შემოწმება მოხდა.

გამოკვეთილი შედეგები კი ასე ნაწილდება:

• პარლამენტის წევრი - 39 (6 დადებითი, 27 ჯარიმა, 3 გაფრთხილება, 3 შეწყდა);
• საქართველოს მინისტრები და მინისტრის მოადგილეები - 6 (4 დადებითი, 1 ჯარიმა, 1 გაფრთხილება);
• აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები - 1 (1 დადებითი);
• აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - 3 (2 დადებითი, 1 ჯარიმა);
• საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები - 21 (17 დადებითი, 1 გაფრთხილება, 3 შეწყდა);
• მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები - 131 (57 დადებითი, 23 გაფრთხილება, 47 ჯარიმა, 4 შეწყდა);
• სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები - 22 (9 დადებითი, 4 ჯარიმა, 2 გაფრთხილება, 7 შეწყდა);
• სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები - 20 (7 დადებითი, 10 ჯარიმა, 3 შეწყდა);
• აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა თანამდებობის პირები - 134 (62 დადებითი, 46 ჯარიმა, 15 გაფრთხილება, 11 შეწყდა).

გამოვლენილი დარღვევები შინაარსობრივ ჭრილში ასე ნაწილდება:

• 31%-ს დარღვევა ჰქონდა უძრავი ქონების ნაწილში, სადაც გამორჩენილი იყო უძრავი ქონება ან/და არასწორად იყო მითითებული უძრავი ქონების რეალური ფართი;

• 65% შემთხვევებში არასწორად ან/და შეცდომით სხვა თარიღის მონაცემით იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთი, ასევე არ იყო მითითებული მულტისავალუტო ანგარიშების შემთხვევაში სხვა ვალუტის ანგარიშები ან/და გამორჩენილი იყო ძველი საბანკო ანგარიშები;

• 34% დეკლარაციაში არ იყო დადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობა ან არ იყო მითითებული ძველი საწარმოები, რომლებსაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონიათ;

• 43% არ ქონდა სწორად დაანგარიშებული ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგი, ან არ იყო დადეკლარირებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაც აღემატება კანონმდებლობით დადგენილ დეკლარირებისათვის სავალდებულო ზღვარს;

• 61%-ს დარღვევა ჰქონდა საანგარიშო პერიოდში მიღებული შემოსავლის არასწორად დადეკლარირების გამო;

• 78% დეკლარაციების უარყოფითად შეფასდა ოჯახის წევრების მონაცემების არასწორად მითითების გამო;

• 29% თანამდებობის პირების დეკლარაციების უარყოფითად შეფასება განაპირობა მათ მიერ დოკუმენტაციის კანონით დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობამ

2022 წლის განმავლობაში დასაბუთებული განცხადების საფუძველზე შემოწმდა 61 თანამდებობის პირი (დადებითად შეფასდა 3 დეკლარაცია, დაჯარიმდა - 47 და გაფრთხილება მიეცა - 11 თანამდებობის პირს).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები