მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანასეულის ოტკამ" რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

623c672287a47
მარიამ იზორია
25.03.22 09:00
1209

სპირტიანი სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ "ანასეულმა" რუსული ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო. როგორც bm.ge-ს კომპანიის დირექტორმა გენო ხუჭიამ განუცხადა, ანასეული გერმანიაში პირველი საექსპორტო მოცულობას დაახლოებით 2 000 ბოთლ ვაშლის, მსხლის, ატმისა და ხურმის სპირტიანი სასმელს მომდევნო კვირაში გაგზავნის.

“პირველ საექსპორტო პროდუქტს, დაახლოებით 2 000 ბოთლს მომდევნო კვირის დასაწყისში გავაგზავნით. რაც შეეხება საექსპორტო ფასებს, რუსეთში მაგალითად ერთ ბოთლ სასმელს $3.6-ად ვყიდდით, თუმცა იქ გაცილებით მეტი რაოდენობა იყიდებოდა. გერმანიაში კი ჩვენი პროდუქტი პირველად შეგვაქვს და ერთი ბოთლის ფასი 3.7 ევროა” - ამბობს კომპანიის დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ “ანასეული ოტკას” საექსპორტო მოცულობაში 40%-ს რუსეთის ბაზარი შეადგენს. 5% კი უკრაინის ბაზარზე მოდიოდა. კომპანიას სურს პროდუქტი ბალტიის ქვეყნებშიც გაიტანოს. ამასთნ მოლაპარაკებები აქვთ აშშ-სთანაც.

ცნობისთვის: "ანასეული ოტკას" ასორტიმენტი 14 სახოების დისტილატს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები