მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ანასეულის ოტკა" შესაძლოა კანადასა და პოლონეთში გაიყიდოს

642c2c38cbc2f
ნანუკა ნარიმანიძე
08.04.23 21:11
952
სპირტიანი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ანასეული“ პოლონეთსა და კანადაში ექსპორტზე გასვლას გეგმავს. როგორც BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა გენო ხუჭუამ განუცხადა, „ანასეული“ ამ ქვეყნებთან აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს.

„წელს დიუსელდორფში ვესწრებოდით გამოფენას, შევისწავლეთ ჩვენი მსგავსი ბრენდები, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან და ვაწარმოეთ მოლაპარაკებები, 2023 წელს შესაძლებელია პოლონეთისა და კანადის მიმართულებით პირველი ექსპორტი განვახორციელოთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

გარდა ამისა, გენო ხუჭუამ 2022 წელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული წელი კომპანიისთვის საუკეთესო იყო.

„2021 წელთან შედარებით, გასულ წელს გაყიდვებში 200%-იანი ზრდა გვქონდა, ჯამში 140 000 ბოთლი გავყიდეთ, წელს ამ რიცხვის მეოთხედი უკვე ვაწარმოეთ“, - განმარტავს ის.

ამასთან, დამფუძნებელი სიახლეებზე საუბრისას ამბობს, რომ კომპანიამ ახალი სახის არაყი და შეფუთვები დაამატა.

„დავამატეთ შინდის არაყი, რომელმაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, ასევე შევქმენით მინიატურული შეფუთვების სეტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს“, - დასძინა მან.

გენო ხუჭუამ BM.GE-სთან გამოწვევებზეც ისაუბრა, მისი თქმით მთავარი გამოწვევა ნედლეულის გაძვირება იყო.

„ჩვენ დამაბრკოლებელი გამოწვევა არ გვქონია, ერთადერთი გამოწვევა ნედლეულის გაძვირება იყო, რის გამოც პროდუქტის 10%-ით გაძვირება მოგვიწია“, - ამბობს ის.

ცნობისთვის: “ანასეული ოტკა” ადგილობრივ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა და 2017 წელს პირველი ექსპორტიც განახორციელა. წარმოება გურიაში მლნ ლარის ინვესტიციით დაფუძნდა, საიდანაც ნაწილს გრანტი შეადგენდა. კომპანია ხილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და გადაამუშავებს. ანასეული ოტკა” 25-მდე ადამიანს ასაქმებს. პროდუქციის შეძენა კარფურში, ნიკორას XL და L მაღაზიებში, გუდვილში, ალკორიუმში და სხვა, რამდენიმე ღვინის ბუტიკშია შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები