მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალ ბინებზე მოთხოვნა საბურთალოსა და დიდ დიღომში განსაკუთრებით გაზრდილია" -Colliers-ი

635a5f97a68b8
თამთა ჯიჯავაძე
27.10.22 23:55
780
ახალ ბინებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაზრდილია საბურთალოსა და დიდ დიღომში, - ამის შესახებ აღნიშნულია Colliers-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაში, რომელიც 2022 წლის ცხრა თვის მონაცემებს აჯამებს.

მიმოხილვის მიხედვით, იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, თბილისში საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა 21%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამასთან, მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლის ბოლო ცხრა თვის ტენდენციაზე დაკვირვებით, თბილისში ახალაშენებულ მედიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა გაორმაგდა და რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 5,000 ერთეულს გადააჭარბა. ასევე მოთხოვნის 137%-იანი ზრდაა პრემიუმ სეგმენტის ბინებზე. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, მხოლოდ 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, როგორც უძრავი ქონების ცხრა თვის მიმოხილვაში წერია, გაზრდილი მოთხოვნის პარალელურად, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასის ზრდაც შეინიშნება. ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა, გარეუბნებში კი 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები