მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადიში" წარმოების გაზრდას აპირებს

61efe890595fb
მარიამ იზორია
18.02.22 11:05
1205
აჯიკის, ტყემლისა და საწებლის მცირე წარმოება “ბადიში” გაზაფხულისთვის წარმოების გაზრდას გეგმავს.

“ბადიშის” დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ საჭირო ფინანსების მოძიების შემდგომ გურიაში საწარმოს აშენება განიხილება; ამასთან, გაზაფხულიდან პროდუქტის შესაფუთად საჭირო დანადგარებს შეიძენენ.

მისივე თქმით, იგეგმება დამატებით 15-მდე მაღაზიაში შესვლა და 3 ადგილობრივის დასაქმებაც.

“ბადიში 7 სახეობამდე პროდუქტს აერთიანებს, თუმცა ნაწილი სეზონურია, ამიტომ მალევე მთავრდება. ამ ეტაპზე ორი გურული სუნელი და საფირმო აჯიკა მაქვს, რომელსაც ძირითად ონლაინპლატფორმებზე, ასევე მცირე აგრომაღაზიებში ვყიდი. წარმოების გაზრდასთან ერთად, პროდუქტს 15-მდე ახალ მაღაზიაშიც შევიტან. მომხმარებელს ძალიან უყვარს “ბადიშის” პროდუქტი, 100%-იანი გაყიდვები მაქვს, გული წყდებათ, რომ უფრო დიდი მოცულობით არ ვაწარმოებ.

აღსანიშნავია, რომ “ბადიშის” ნაწარმი ხელით, საფირმო რეცეპტების მიხედვით მზადდება, მაგრამ დანადგარები, რომლის შეძენასაც აპირებენ, დაფასოებასა და შეფუთვაში დამეხმარება”, - ყვება “ბადიშის” დამფუძნებელი.

"ბადიში", რომლის ყოველთვიური წარმადობა 200-300 ქილა პროდუქტია, ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა."ბადიშის" ნაწარმის ფასი 5-10 ლარამდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები