მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბავშვებს ფინანსური განათლება მცირე ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ" - "საქართველოს ბანკმა" sCoolApp შექმნა

636264731f90c
მარიამ იზორია
02.11.22 16:34
774
რამდენიმე თვის წინ ტექნოლოგიების დღეზე დაანონსებული ამბავი შესრულებულ პირობად იქცა. საქართველოს ბანკმა მოსწავლეებისთვის პირველი აპლიკაცია BOG sCoolApp შექმნა. საწყის ეტაპზე პლატფორმას ანგარიშის მართვის პანელი ექნება, რომლის საშუალებითაც მოსწავლეები შეძლებენ sCool Card-ზე ციფრულად გააკონტროლონ ნაშთები და საკუთარი ჯიბის ფული. ასევე, დამოუკიდებლად შეივსონ მობილური ბალანსი და ახლობლებთან თანხის გადარიცხვა განსხვავებული, სახალისო გზით განახორციელონ. მოსწავლეები მხოლოდ აპლიკაციის მეშვეობით სპეციალურ შეთავაზებებს მათთვის საყვარელი ობიექტებისგანაც მიიღებენ.

"საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ვახტანგიშვილი გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში აღნიშნავს, რომ აპლიკაციამ პროცესები გააციფრულა და კიდევ უფრო კომფორტული გახადა.

მისივე თქმით, აპლიკაციის მნიშვნელოვანი მიზანი ბავშვებში ფინანსურ განათლებაზე ცნობიერების ამაღლებაა.

„sCoolApp პროცესებს ამარტივებს. თუ რეგისტრაციისთვის აქამდე ფილიალში მშობლის ვიზიტი აუცილებელი პირობა იყო, ახლა ეს შეიცვალა და მას შესაძლებლობა აქვს შვილს საკუთარი მობაილ ბანკით ანგარიში გაუხსნას. აპლიკაციით მოსწავლეებს მშობლისთვის თანხის მოთხოვნა, ფასდაკლებებისა და ქეშბექების მიღებაც შეუძლიათ.

"ვფიქრობთ, ბავშვებს ფინანსური განათლება მცირე ასაკიდანვე უნდა ჰქონდეთ, რადგან საკუთარი ფინანსების მართვა შეძლონ. სწორედ ამისთვის, მათ აპლიკაციაში „მიზნის დასახვის“, ფულის დაგროვების, ყულაბის გახსნის საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს ახლაც აქვთ და სამომავლოდაც გარკვეული ოპერაციების შეზღუდვის შესაძლებლობა ექნებათ“ - ამბობს "საქართველოს ბანკის" ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

BOG sCoolApp-ი მოსწავლეებისთვის არაფინანსურ მიმართულებებსაც გააერთიანებს.

„აპლიკაციის ფარგლებში არაფინანსურ მიმართულებებსაც ვავითარებთ. ამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის გართობა-შეთავაზების, განათლების, გემიფიკაციის და სოციალიზაციის მიმართულებები გვაქვს“, - განმარტავს გიორგი ვახტანგიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები