უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. ამის შესახებ დმიტრო კულება „ტვიტერზე“ წერს.
„ვესაუბრე ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. მან დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას“, - წერს დმიტრო კულება.